24-25 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა გამგეობის სამსახურების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების მხრიდან სამსახურის მიმართ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და სამსახურის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
ანგარიში წარადგინა ადმინისტრაციულმა სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ ადმინისტრაციულ სამსახურზეც გაიცა რეკომენდაცია საკრებულოს სხდომებზე განსახილველი საკითხების დროულად წარმოდგენის თაობაზე და სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.
საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრების მიერ ასევე მოსმენილ იქნა გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ანგარიში, ძირითადად საუბარი შეეხო საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურებში დროულად გამოცხადებასა და სისტემატურ გაცდენებს და სამსახურს მიეცა რეკომენდაცია მსგავსი სახის გადაცდომების აღკვეთის მიზნით შესაბამისი რეაგირების შესახებ. საბოლოოდ გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურისა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში შეფასდა დადებითად.