25-28-29 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების მხრიდან სამსახურის მიმართ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად. ანგარიში წარადგინა მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.
ანგარიში წარადგინა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ გაიცა რეკომენდაცია, უფრო მჭიდრო და შეთანხმებულად მუშაობის კუთხით, სამსახურის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრების მიერ ასევე მოსმენილ იქნა მერიია შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ანგარიში, საბოლოოდ მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა.
ანგარიში წარადგინა ადმინისტრაციულმა სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს შესაბამის კომისიებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურმა და წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურმა, სადაც ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე, საბოლოოდ ამ სამსახურების მუშაობა კომისიების წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა.