12 ნოემბერს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და სოციალურ საკითხთა კომისიებზე მოსმენილ იქნა საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების: ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ 9 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშები. ცენტრის დირექტორების მიერ ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ კომისიის მიერ შესაბამისი შეფასებები მიეცა მათ მიერ გაწეულ მუშაობას.