ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ მეორე გურიფული) არსებული თბილისის ქუჩისთვის, სახელის გადარქმევის თაობაზე.
საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება გურიფულში თბილისის ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ტარიელ გელანტიას სახელი.
წარმოდგენილი წინადადება განხილული იქნება კომიისის მიერ და მომზადდება შესაბამისი დასკვნა.