ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბულიწყუს შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვაზე მონაწილეების მხრიდან მხარდაჭერილ იქნა წარმოდგენილი წინადადება ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით. კომიისის მიერ მიღებულიგადაწყვეტილება საკრებულოს მიერ მიზანშეწონილობაზე განკარგულების მიღების შემდეგ გადაეგზავნება შესაბამის სამთავრობო კომისიას.