ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული უსახელო ქუჩების სახელდებისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში N1 ქუჩისთვის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. მონაწილეების მხრიდან მხარდაჭერილ იქნა წარმოდგენილი წინადადებები ქუჩების სახელდებებთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის თაობაზე, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება შესაბამის სამთავრობო კომისიას, ხოლო ჭალადიდის შემთხვევაში მასალები შესათანხმებლად პირდაპირ ეგზავნება სამთავრობო კომისიას.