ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას ტერიტორიაზე არსებული N8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭებისა და სოფლების დურღენას, ბულიშისა და გიმოზგონჯილის ქუჩების სახელების მინიჭებასთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ წინადადებას სოფელ დურღენას N8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება სამთავრობო კომისიას.
ხოლო რაც შეეხება სოფლების დურღენას, ბულიშისა და გიმოზგონჯილის ქუჩების სახელდებას, დაზუსტების მიზნით საკითხის განხილვა დროებით გადაიდო.