ქ. თბილისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონა გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია და ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელ-მასწავლებლებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც აქტიურად იყენებენ ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ‘’ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტმა მარინა იზორიამ, მან წარმატებით გაიარა ორივე ეტაპი და საუკეთესო 10 კონკურსანტ შორის მოხვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ქალბატონ მარინას ამ წარმატებას.