ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
კონკურს-ფესტივალში საქართველოს 18 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლებიმონაწილეობდნენ.
"ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.