1 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა მუსიკალური კონკურსი „ნორჩი პიანისტი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მოსწავლეებმა. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.
მუსიკალურ ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.