10 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2024 წლის 26 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში, გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
ღია კონკურსზე დარეგისტრირდა 2 განაცხადი, დოკუმენტაციის გადარჩევის საფუძველზე მომდენო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, გასაუბრებაზე გამოცხადდა 1 კანდიდატი.
ღია კონკურსისსაბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.