კაჭრეთის ამბასადორში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში მონაწილეობდა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. პროექტის ხელმძღვანელი: ნინელი ხუხია და ლუკა კახიანი.
პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.