10 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი "ვიხალისოთ, გავერთოთ, დავისვენოთ!"
მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ სატირისა და იუმორის ჯგუფი, ქართულ-ხალხურ საკრავთა ჯგუფი და როგორც ადგილობრივი, ასევე კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლები.
კონცერტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები; რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია,საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე აკაკი მალანია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.