22 აპრილს ყულევის ადმინისტაციულ ერთეულში გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლი, სადაც ფოთისა და ხობის ეპარქიის მამებმა აკურთხეს სამლოცველო, სადაც კვირაში ერთხელ მღვდელი იოანე კორძაია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლის აღავლენს. სამლოცველო სახლის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყულევის ადგილობრივი მოსახლეობა.