ქალაქ ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცენტრალურ პარკში მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“წარსდგა. ღონისძიებას ახალგაზრდებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.