5 მაისს, ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ლადო ასათიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „სიცოცხლის მეხოტბე“.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის საუკეთესო ლექსები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებაზე და მის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.