4 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა ლელო ბურთი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამ ზონის ნაკრებმა გუნდებმა.
ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ფინალური შეხვედრა 12 აგვისტოს ცოტნეობის დღესასწაულზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.