საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთობლივი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ლელოს ფედერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თამაშის ლელოს აღორძინებას. ამ ინიციატივის ფარგლებში 4 აგვისტოს შუა ხორგაში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ ლელო ბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა გუნდები, რომლის ფინალი გაიმართება 12 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე.
ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, ლელოს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წევრი სკოტ სარანი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელოს რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს სხვა წარმომადგენლები. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ამ უძველესი ეროვნული თამაშის განვითარებისთვის, მზადდება პროექტი ლელოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შესატანად.