14 აპრილს ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,თვითონ ძეგლი ხარ ულამაზესი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხობის N1, N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კულტურისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები. მათი მხრიდან წაკითხულ იქნა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.