2 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერს“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ნორჩი ლიტერატორები იღებდნენ მონაწილეობას. თემურ და ლალი კუკავები ხამისკურის საჯარო სკოლა, ჯგერენაია მაკა და ჩიტაია ბექა ხობის მეორე საჯარო სკოლა, კუტალია თეონა, ზარანდია მეკო და ნარსია ნინო ხეთის საჯარო სკოლა, კვიკვინია თამაზ პირველი მაისის საჯარო სკოლა, გერგაია ტატო ნოჯიხევის საჯარო სკოლა, ჭიჭინაძე ჯუმბერ და ცანავა ნინო სკოლა „არეა“. ბავშვებმა საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც საკუთარი ლექსები ასევე ქართული პოეზიისა და პროზის შესანიშნავი ნიმუშები. საინტერესო საღამოს მოწვეულ სტუმრებთან და ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დასასრულს სტუმრებმა ნორჩ ლიტერატორებს წარმატებები უსურვეს და ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.