ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე „მაჩხომერის“ გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხა.
„მაჩხომერის“ გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები 2015, 2018 და 2019 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლს, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.