67 წლის ასაკში გარდაიცვალა ხობის საპატიო მოქალაქე, განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ დირექტორი მარიამ მიქაძე.
ქალბატონ მარიამს 2011 წელს, ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამძიმარს უცხადებს მარიამ მიქაძის ოჯახს.