პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. საქართველოში დღეისთვის რეგისტრირებულია ომის 1800 მონაწილე და 500 მოქალაქე, რომელთაც მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად საქართველოს მთავრობა კონკრეტული ინიციატივისთვის 2 მილიონ ლარს გამოყოფს.