6 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის ფოიეში დაიწყო ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის პირველობა ჭადრაკში 8, 10, 12 და 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით ხორციელდება.