13 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომები, სადაც მოისმინეს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. კომისიების მხრიდან მერიის სამსახურების მუშაობა შეფასდა დადებითად.