18 ივლისს, ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის დაბადებიდან 61 წლის იუბილე უფლისადმი სამადლობელი პარაკლისით აღინიშნა.
წმინდა სინოდის წევრებმა, ეპარქიის სამღვდელოებამ, მოწვეულმა სტუმრებმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მეუფეს მიულოცეს დაბადებიდან 61 წლის იუბილე