ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბიის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 26 151 ლარი, ი/მ ,,დავით ქორთუა'' ასრულებს, ხოლო საჯიჯაოს საბავშვო ბაღის სახურავის სარემონტოსამუშაოებს,, რომლის ღირებულებაც 40 680 ლარია - ი/მ ,,ვახტანგ ლომაია''. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათველიერეს.