ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მიმდინარეობს დაზიანებული ქსელის აღდგენა, რომელსაც აქტიურად ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფი ახორციელებს.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ დაათვალიერეს.