ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 5 კილომეტრიანი გზის მოასფალტება რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის მონაკვეთებს. გზასთან ერთად კეთდება 4 ახალი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდ-ბოგირს, ამათგან ერთი არის 21მ ახალი ხიდი. პროექტს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ 246 ათასი ლარს შეადგენს, შპს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
3 ოქტომბერს მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.