შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ყულევის ადმინისტრაიულ ერთეულში ახლად აშენებული ობიექტი დაათვალიერეს. ადგილობრივებს პროექტის დასრულება მიულოცეს და მოსახლეობასთან ერთად სიმბოლურად დააგემოვნეს სასმელი წყალი.
პროექტის განხორციელების შედეგად; შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა 2000-მდე მოსახლემ სასმელი წყალი ცენტარლური მაგისტრალიდან უკვე მიიღო. დღეიდან მოსახლეობა 24 საათიანი, უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
წყალსადენი მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 920 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყულევის მოსახლეობისთვის, რადგან სოფელს წყალი არასდროს ჰქონია და წლების განმავლობაში ადგილობრივებს წყალი ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებოდა.