დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შპს "გეოპრიპრავა"-ს ხელმძღვანელმა ირაკლი წულეისკირმა, ხობში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, 200 ცალი ერთჯერადი ხელთათმანი, 200 ცალი ერთჯერადი ქუდი, 20 ცალი ხალათი, 10 სკაფანდრი, 5 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი და თანხა საჩუქრად გადასცა. სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა დაესწრო, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოხალისეთა ჯგუფს და ირაკლი წულეისკირს გაწეული საქმიანობისთვის.