19 ოქტომბერს, ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული „კოლხეთი“ (ქ. ხობის და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულები) გახდა. გამარჯვებული გუნდი „მოყვარულთა თასი 2016“-ის რეგიონალურ ეტაპზე იასპარეზებს. ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. ფინალურ ეტაპზე გასული 4 საუკეთესო გუნდისგან ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული სამოყვარულო ნაკრები, რომელიც უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.