13 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე დ. გაბუნია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტ. ალექსანდრია და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გ. სიჩინავა მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში.
დათვალიერებისას გამოვლინდა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. კერძოდ წყლის სისტემის მოწესრიგება და ფანჯრების გამოცვლის აუცილებლობა.
არსებული პრობლემების მოგვარებაში ბაღის ადმინისტრაციას დახმარება ახუთქვეს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეებმა, რაზედაც იმფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას.