ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რამოდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს სკოლამდელ სააღმზრდელო დასეწებულებებში წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, შემოწმდა ქალაქისა და სოფლების საბავშვო ბაგა-ბაღები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილ იქნა დასკვნა სადაც მითითებულია რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში, პედიკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება.
მონიტორინგის შედეგების შესახებ და ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის რეკომენდაციები მიეცა საბავშვო დაწესებულებების მთავარ სპეციალისტებს.