6 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დასახლებაში, მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას პარლამენტის მაჟორიტარმა სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო გამოწვევები და დევნილების დასახლებაში არსებული პრობლემები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.