5 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო. აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება.
სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოივლიან მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს და მათში მცხოვრები შინამეურნეობის ერთი ან რამდენიმე სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით, სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ.