26 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გამართეს, სადაც მოსახლოებას საშუალება ჰქონდა შესაბამისი გამოკვლევა ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე. აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.