საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტომ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო.
გეგმა-გრაფიკის მიხედვით წიგნების დარიგება ყველა რეგიონში განხორციელდება, ამ ეტაპზე წიგნების დარიგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, უხლოეს მომავალში კი დაგეგმილია დარჩენილი სახელმძღვანელოების მიწოდებაც.