საზეიმო დახვედრა მოუწყვეს დღეს ხობელებმა მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ხობელ ნუგზარ წურწუმიას, რომელმაც ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ფლობელი გახდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლებმა, ნუგოს მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა ერთად მიულოცეს ხობელ ფალავანს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.