საზეიმო დახვედრა მოუწყვეს დღეს ხობელებმა მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ხობელ ვახტანგ ლოლუას რომელმაც ხორვატიისდედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლებმა, ჩემპიონის მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა ერთად მიულოცეს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.