29 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“-ს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო–ალტერნატივებზე ფოკუსირებით“, რომლის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნაზე ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გააქტიურების გზით და მათი ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ.ხობში, ახალ ხიბულასა და ქარიატაში შედგა არა ერთი შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან.
დღევანდელ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია , გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას პროექტის ფარგლებში ქ. ხობისთვის შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ასახულია გარემოსდაცვითი მმართველობის და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით არსებული მდგომარეობა ხობის მუნიციპალიტეტში.
პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად შეხვედრას მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი უძღვებოდა. (საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის-WEG წარმომადგენელი).