2-6 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის ფოიეში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრის გამარჯვებული გოგონათა შორის გახდა ლანა ტაბაღუა (სოფელი შუა ხორგა). ხოლო ვაჟთა შორის პირველობა ზაზა გელაშვილს (ხობი) ერგო. გამარჯვებული მოთამაშეები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.