5 ივლისს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურნირის გამარჯვებულებს თასები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.