24 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში, რომელშიც 22 თემისა და სოფლის გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. თამაშები მიმდინარეობს შუა ხორგის, ხეთის, საჯიჯაოსა და ხობის მოედნებზე. ფინალური მატჩი გაიმართება 26 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე.