ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება. პირველ სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომელმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი ელექტრონული სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას. ღნიშნული პროგრამა მოქალაქეებსა და ბიზნესს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, მოკლე დროში, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.