განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ხობის N1, ხობის N2, პატარა ფოთის, ბიის, საჯიჯაოს N 2, პირველი მაისის, ხეთის, ზემო ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის -461 700 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია თვის ბოლომდე დაასრულებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებს დაახლოებით-43 277 წიგნი და 276 ბუკი გადასცა. ახალი სასწავლო წლისათვის თითეული მოსწავლე უფასო წიგნებით იქნება უზრუნველყოფილი.