14 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ 2014 წლის სახელმწიფო „მეურვობისა და მზრუნველობის შესახებ” პროგრამის, სოციალურად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს ქალაქ ხობში მცხოვრებ ნონა ჯაბურიას და ჟანეტა ბერიძეს გადასცეს დახმარებების სოლიდური პაკეტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის, კვების პროდუქტების და სასკოლო ნივთების სახით.
- მაგიდაზე დასადგმელი გაზქურა 1 ცალი;
- ხორბლის ფქვილი 50 კგ;
- ბრინჯი 7,2 კგ;
- წიწიბურა 7,2 კგ;
- ვერმიშელი 6 კგ;
- ლობიო 6,4 კგ;
- ჩაი 0,5 კგ;
- რძის ფხვნილი 6 კგ;
- შედედებული რძე 13 ქილა;
- ზეთი 4 ლიტრი;
- შაქარი 6 კგ;
- მარილი 4 კგ;
- საფუარი 0,3 კგ;
- რვეული სასკოლო 40 ცალი;
- კალამი 10 ცალი;
- ჩანთა სკოლის 2 ცალი;
- საწოლი ორადგილიანი 1 ცალი;
- ფქვილი 85 კგ.
„მზრუნველობისა და დახმარების“ პროგრამა, რომელიც ერთი მილიონი ლარის მოცულობისაა, მთელ საქართველოში გაგრძელდება ეტაპობრივად.