29 ივნისს, ხობის N3 საბავშვო ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „გზა სკოლისაკენ“. გამოსაშვები ჯგუფის მიერ წარმოდგენილმა საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრებმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვეს მათ.