ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის ვიცე მერი გიორგი ფარეშიშვილი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის კომოდორი მაიკლ უტლი და ბრიტანული გემის ,,დუნკანი" მეთაური ელეანორ სტაკი ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართულ კულტურას. ნატოს კვირეულის გამოსამშვიდობებელ საღამოზე ისაუბრეს მომავალი ურთიერთობების გაგრძელებაზე რაც მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისთვის და წარმატებები უსურვეს მათ