ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო პირველობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , მერი გოჩა ქაჯაია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.